დღე მეოთხე რეფლექსია

     ტრენინგი დაიწყო განვლილი მასალის გამეორებით და დავალების შეჯამებით. წავიკითხეთ ჩვენს მიერ შედგენილი ზოგადი შინაარსობრივი კითხვებით. პროექტის მიზანი და შესაბამისობა მოსალოდნელ შედეგებთან. ტრენინგის მეორე ნახევარი დაეთმო შემდგომ ეტაპებს. შეფასების გეგმასა და ინსტრუმენტებს ( დაკვირვების დღიური, ჩექლისტები, ვ/მ/ვ ჩარტი, ჯგუფური მუშაობის შეფასების ჩექლისტი, პრეზენტაციის შეფასების ჩექლისტი ...). რაა შეფასების სახეეები და რა ინსტრუმენტებით შეფასდეს ესა თუ ის ეტაპი.   

დღე მესამე რეფლექსია

    ტრენინგი დაიწყო განვლილი მასალის გახსენებით და დავალებების შემოჯერებით. ვის რა გამოუვიდა, ვინ რა პრობლემას გადააწყდა და ასე შემდეგ. შემდეგ გავეცანით სასწავლო პროექტის მოდულს და გავიარეთ მისი რამდენიმე საფეხური. დავიწყეთ პროექტზე მუშაობა. რა არის პროექტის მიზანი მისი შსაბამისობა საგნობრივ სტანდარტთან და მისაღწევი შედეგის პირდაპირ დამოკიდებულება პროექტის მიზნებთან. გავეცანით და გავიგეთ 21-ე საუკუნის უნარებს და მათ მნიშვნელობას PBL მეთოდით სწავლების დროს.ვისაუბრეთ საკვანძო და ზოგად კითხვებზე 



დღე მეორე რეფლექსია 

    ტრენინგის მეორე დღის პირველ ნახევარში ჩვენ გავეცანით ინფორმაციის მიწოდების ისეთ სახეებს, როგორიცაა: პოსტერი, ფლაერი, ბუკლეტი, ბანერები, კატალოგები და ასე შემდეგ.. გავარკვიეთ მათი დანიშნულება და სახეები იმის მიხედვით, თუ რა სამიზნე ჯგუფზეა გათვლილი თითოეული მათგანი და როგორი ინტერპრეტაციები შეგვიძლია გამოვიყენოთ. დავალებათ მოგვეცა ბუკლეტის შექმნა და ეს ჭარმატებით განვახორციელეთ. თუმცა ტრენინგის განმავლობაში არ მოგვეწოდებოდა ინტერნეტი ტექნიკური ხარვეზის გამო და დროულად ვერ ავტვირთეთ რეფლექსია.

https://drive.google.com/file/d/1EcgyeaKWB_fm6AM-vH-od3kcf9a7sUP_/view?usp=sharing

Comments